суббота, 16 ноября 2013 г.

ღია გაკვეთილი, საგანმანათლებლო პროექტი თუ შემოქმედებითი ღონისძიება - ამ სამიდან თითქმის ყევლა მათგანი შეესაბამება ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობას. ამ საკითხის გარკვევა თავად ჩემი ბლოგის დამთვარიელებლებისთვის მიმინდვია, მე კი მოგახსენებთ, რომ ჩემი მიზანი არის მხოლოდ ერთი - მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და  საგნისადმი უფრო სერიოზული მიდგომა. 

ღონისძიება-კონკურსი ისტ-ში
,,მინდა ყველაფერი ვიცოდე“
 მე-5 კლასებს შორის

ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას იღებდა 2 გუნდი  6-6 მოსწავლის შემადგენლობით. თითოეულ გუნდს ჰქონდა საკუთარი სახელი.
თამაშის დაწყებამდე იყო მისალმება. გუნდები ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას გაეცვნენ საკუთარ გუნდზე  შექმნილი ლექსებით.

 გუნდი OK                                                          გუნდი Proffesional

გოგონების გუნდი ვართ,                                 ჩვენ ვართ სკოლის თვალები
ჩვენს გუნდს ჰქვია OK,                                    პროფესიონალები,
მოვიგებთ თუ წავაგებთ,                                 მოვიკრიბოთ ძალები,
ჩვენ შევხვდებით მოლხენით.                       გავახილოთ თვალები.

წარმატებებს გისურვებთ,                              მხარი მივცეთ ურთიერთს,
შეგვეჯიბრეთ, მოგვყევით,                            ტყუილით არ წამოვალთ,
ძლიერმა გაიმარჯვოს!                                   არ დავჩაგრავთ ხუთი ერთს,
- გვეთანხმებით?                                             ერთი ერთზე გამოვალთ.
                              OK
                                                                            თქვენც გვიყვარხართ ბავშვებო
                                                                            გულწრფელნი ვართ ამაში, 
                                                                            წარმატებას გისურვებთ
                                                                           და დავიწყოთ თამაში

მისალმების შემდეგ თამაშიც დაიწყო

კონკურსი 7 ტურისგან შედებოდა. 

1 ტური: ანაგრამა - 10 ქულა                                            
2 ტური: კალეიდოსკოპი - 5 ქულა                                                
3 ტური: კაპიტნების კონკურსი - 15 ქულა                                 
4 ტური: გვირილა - 9 ქულა                                                  
5 ტური: კროსვორდი - 20 ქულა         
6 ტური: რებუსი - 6 ქულა                                          
7 ტური: სისწრაფე ბეჭვდაში - 15 ქულა                                 
                                                                         
მაქსიმალური ქულათა ჯამი იყო  80                                                           

საჭიროების შემთხვევაში (ანუ თანაბარის ქულების შემთხვევაში) ჩატარდებოდა დამატებითი ტური, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამ ტურის დანიშვნა არ დაგვჭირვებია

ბოლოს იყო  მილოცვები და გუნდების დაჯილდოება სიგელებით.

ღონისძიება- კონკურსი (პირადად მე ასე მოვიხსენიებ) ჩატარდა ჩვენი სკოლის ინფორმატიკის კაბინეტში. ვინაიდან ღონისძიება კონკურსის ფორმატში მიმდინარეობდა,მას ჰყავდა წამყვანი და  სამი კაცისგან შემდგარი  ჟიური.  დამსწრე საზოგადოებას პროექტორის საშუალებით ჰქონდა შესაძლებლობა თავადაც გასცნობოდა გუნდებისათვის მიცემულ დავალებებს.