VII ტური

7  ტური: - სისწრაფე ბეჭვდაში

ამ ტურის პირობის გაცნობის შემდეგ ორივე გუნდის კაპიტანს უნდა წარედგინა გუნდის რომელი წევრი მიიღებდა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას. მე-7 ტურის უმაღლესი ქულა იყო 15.
ორივე გუნდის წარმომადგენელს მიეცათ ერთი და იგივე ტექსტი შემდეგი პირობების გათვალისწინებით. ტექსტი აკრეფილი უნდა ყოფილიყო შრიფტში  - Aცად Nუსხ, ზომა -12, სათაურის ზომა - 16, მუქი და დახრილი, ტექსტის ფერი უნდა ყოფილიყო მწვანე. სტრიქონებს შორის მანძილი 1,5

გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის გუნდი, რომლის წარმომადგენელიც 3 წუთის განმავლობაში ყველაზე მეტ სიტყვას აკრეფდა უშეცდომოდ.

,,ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია. ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ."

გუნდი    Proffesional                                                დუნდი   Ok                  

Комментариев нет:

Отправить комментарий